საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იუთუბ არხის “სპორტის მოედანი”-ს გადაცემაში, “თამაშგარე”-ში იმყოფებიდა სტუმრად, სადაც ნაკრების მოლოდინების შესახებაც ისაუბრა.
“თამაშის კუთხით ბევრი რამ გამოსწორდა, ძალიან სხვანაირ ფეხბურთს ვთამაშობთ. უფრო გამართულს, უფრო მეტად ვიცით რა როგორ უნდა გავაკეთოთ, ეს განცდა კი დიდ მოლოდინებს იწვევს და ყველას გამარჯვება სურს.
ჩვენ ჩვენი მხრივ კარგად თამაშის გარდა არაფერზე ვფიქრობთ. ძაან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება და მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ”,- განაცხადა გიორგი ლორიამ.
კომენტარები post