“კვარაცხელიას თამაშს, რომ ვუყურებ, სიამოვნებისგან ვტკბები… წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია მამამისი, ასეთ შვილი რომ ჰყავს.
ძალიან მაგარი ფეხბურთელია! “ბარსელონას” ვარსკვლავებს რომ უყურებ და აი, გგონია, რა ადვილად აკეთებენ ყველაფერსო, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ხვიჩაზეც, თუ რა ადვილად და მაგრად აკეთებს ყველაფერს…
ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და იმიტომ გამოსდის ყველაფერი. ახლაც, რომ შევხედავ კადრებს და ვითომ რა გააკეთა?! – სინამდვილეში კი ძალიან მაგარ რაღაცებს ისე მარტივად აკეთებს, რომ მეტი არ შეიძლება…
ვარსკვლავური სენის შეყრა? – ჩანს, რომ სიამოვნებას იღებს მოედანზე და ფეხბურთის თამაშით ტკბება… გვაქვს საფუძველი, რომ გვეშინოდეს ვარსკვლავური სენის, რადგან ბევრ ქართველს დამართნია ასე..
კომენტარები post