რამდენიმე წლის წინ გიორგი ჯიქიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და არჩევანი რუსეთზე გააკეთა.
მას შემდეგ, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობს და იქაური ნაკრების ღირსებასაც იცავს. “სპარტაკის” კაპიტანმა რუსული კლუბებისა და ნაკრების საერთაშორისო ღონისძიებებიდან მოკვეთაზე ისაუბრა:
“სამყაროს სხვანაირად ხედვა არ დამიწყია. გასაგებია, როდესაც მოგვკვეთეს, ემოციები უფრო მწვავე იყო. ახლა პირადად ბედს შევურიგდი. ასე მგონია, რამდენადაც უნდა გვინდოდეს ჩვენი დაბრუნება, ეს მალე არ მოხდება. ჩემში რადიკალურად არაფერი არ შეცვლილა. როგორი პრიორიტეტებიც მქონდა, ისეთივე მაქვს ახლაც.
თავიდან ვიფიქრე – “რა შუაში ვართ ფეხბურთელები?”. შემდეგ მომაწვა უწმაწური სიტყვებიც, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლი, ერთი წელი გავიდა და სიტუაციას შევეგუე”, – განაცხადა მან.
კომენტარები post