იტალიის ჩემპიონატის მეოცე ტურში “ნაპოლიმ” დედაქალაქურ “რომას” უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
ერთ-ერთ ეპიზოდში კი ხვიჩა კვარაცხელიამ ირვინ ლოსანოს გადაცემა გოლად ვერ აქცია, რამაც “პარტენოპეის” თავკაცი ლუჩანო სპალეტი გააბრაზა. კამერებს მისი რეაქცია არ გამორჩენიათ, 63 წლის სპეციალისტმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “ეს შეუძლებელია”.
შეგახსენებთ, ხვიჩამ შეხვედრის მე-17 წუთზე საგოლე პასი მიითვალა, კვარამ ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.
კომენტარები post