ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერია. პორტუგალიელი ფეხბურთელი არ მალავს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა, მაგრამ მისი დამატებით არც ისე ბევრი კლუბი ინტერესდება.
თავად “წითელი ეშმაკები” კი რონალდუს ახალი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევენ და ერიკ ტენ ჰაგის განცხადების მიხედვით რონალდუ არ გაიყიდება.
“კრიშტიანუ რონალდუს მანამ ვესაუბრე, სანამ ეს პრობლემა გაჩნდებოდა. მასთან კარგი დიალოგი მქონდა და არ უთქვამს, რომ კლუბის დატოვება სურს. გვინდა, წარმატებას ერთად მივაღწიოთ და გვჯერა, ყველაფერი გამოგვივა.
რონალდუ არ იყიდება. იგი ჩვენს გეგმებში შედის და გუნდთან პირადი მიზეზების გამო არ იმყოფება. მომდევნო სეზონის გეგმებს კრიშტიანუ რონალდუს გათვალისწინებით ვაწყობთ. როგორ გავაბედნიეროთ რონალდუ? არ ვიცი, მაგრამ მასთან მუშაობას მოუთმენლად ველი”,- განაცხადა ტენ ჰაგმა.
კომენტარები post