დანიის ნაკრების ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.
ინფორმაცია უკვე დაადასტურა ფაბრიციო რომანომ. ერიქსენი “წითელ ეშმაკებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ერიქსენმა გასულ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
კომენტარები post