“მადრიდის რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი თავის თანაგუნდელ კარიმ ბენზემაზე საუბრობს. ხორვატის თქმით, სწორედ ფრანგი თავდამსხმელი იმსახურებს ოქროს ბურთს.
“ბენზემა ბენზემაა! “ცხრიანიცაა” და “ათიანიც”. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია”.
“რა თქმა უნდა, “ოქროს ბურთი” დაიმსახურა, რადგან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა! მაგრამ ჩემი აზრით, კარიმი უკვე დიდი ხანია ამ ჯილდოს იმსახურებს. პირველივე ვარჯიშზე ვიგრძენი, რომ “საუკეთესო” ფეხბურთელია, რომლის გვერდით თამაშიც მომწონს”.
“როცა უკეთესად გავიცანი, ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასი გახდა. კეთილგანწყობილია, მიხარია, რომ ბოლომდე გაიხსნა. ყველაფერი დაიმსახურა, რასაც მიაღწია”.
“როდესაც მისი შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენეს, არ დანებდა, ირწმუნა საკუთარი თავის და კრიტიკას ნიჭით, შრომითა და ბრძოლით უპასუხა. ყველა კრიტიკოსი გააჩუმა და ისინი თავის თაყვანისმცემლებად აქცია”- განაცხადა ლუკამ.
კომენტარები post