“მიუნხენის ბაიერნის” მთავარი მწრთვნელი, იულიან ნაგელსმანი “ბარსელონას” ტრანსფერებზე საუბრობს და ასევე კომენტარს რობერტ ლევანდოვსკის შესახებაც აკეთებს. მოგეხსენებათ, კატალონიელებმა რამდენიმე სერიოზული ტრანსფერი გააკეთა, რომელმაც, როგორც ჩანს, ნაგელსმანი გააკვირვა.
“ერთადერთი კლუბია, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ნებისმიერ ფეხბურთელს ყიდულობს, ვისაც მოისურვებს. არ ვიცი, როგორ აკეთებენ ამას. ცოტა უჩვეულო და სიგიჟეა”.
“როცა თავდასხმაში ისეთი ფეხბურთელი გყავს, როგორიც რობერტია, უფრო მეტად ფლანგებიდან თამაშობ”.
“ახლა ჩვენი თამაში შეიცვლება. ახალ “ბაიერნს” ვიხილავთ. ეს გამოწვევაა, მე კი გამოწვევები მიყვარს. ახალი გზები უნდა ვიპოვოთ და კრეატიულები ვიყოთ” – თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
კომენტარები post