რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “დინამო ბათუმმა” და ლაზარე კუპატაძემ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.
ამის შესახებ კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ, crystalsport-თან გააკეთა.
“არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. ასეთი სიბინძურე ვინ გაავრცელა… ცხოვრებაში დაცვით არასდროს მივლია. სიმართლე გითხრათ, ლაზარე არ მინახავს, ჩემსა და მას შორის კონფლიქტი არ არსებობს.
ლაზარესთან დაკავშირებით კლუბი განცხადებას გააკეთებს. მარცხისგან დაზღვეული არავინაა, ერთი მარცხის გამო გუნდიდან არავის გავუშვებთ, ეს ჩვენი სამუშაო სტილი არაა.
წარუმატებლობაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ევროპულ წარმატებას უფრო მეტი რესურსი სჭირდება. ბათუმის “დინამო” არ დანებდება, ბათუმის “დინამო” ამით არ გაჩერდება, მინდა, რომ ამაში ნებისმიერი გულშემატკივარი დავარწმუნო.
ჩვენ ისეთი კლუბი არ აგვიშენებია, რომ ერთი მარცხისა თუ ერთი შეცდომის გამო ფეხბურთელი გუნდიდან გავუშვათ”,- განაცხადა ბერიძემ.
კომენტარები post