“ნაპოლი”, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება, მომავალი სეზონისთვის მეორე მოსამზადებელ ეტაპზე გადავიდა. კვარაცხელია მუდამ იტალიური მედიის ყურადღების ცენტრშია, ამჯერად მას ინტერვიუ Il Mattino di Napoli-მ ჩამოართვა.
“ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი პირველი საფეხბურთო ოცნებაა. რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ფაქტობრივად მას მერე ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგა ნეაპოლში კიდევ სხვა რამეს ნიშნავს, უფრო მაგარია და მოუთმენლად ველოდები ჩემპიონთა ლიგის მატჩებს.
ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბია, მაგრამ ნაპოლის სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ. ვცდილობ, ყველა შემტევ პოზიციას შევეგუო. სტანდარტულებს სიამოვნებით ვასრულებ, მაგრამ დავინახე, რომ ნაპოლიში სხვაც ბევრი კარგი დამრტყმელია. ასე რომ, მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ შეასრულებს სტანდარტულებს. თუ მე ვიქნები, ძალიან გამიხარდება.
რასაც ვუყურებ, სპალეტი დიდებული მასწავლებელია. ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის და მიხარია იმის დანახვა, რომ ყველა ფეხბურთელი ბევრს სწავლობს მისგან.
აქ მითხრეს, ჯერ ნეაპოლური უნდა ისწავლო და შემდეგ იტალიურიო. გუნდში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. გარდა ამისა, იტალიური კერძების მომზადებაც ვისწავლე.
ჯერ არ გადამიწყვეტია სად ვიცხოვრებ, მაგრამ მით უმეტეს დასაწყისისთვის კარგი იქნება, რომ ბაზასთან ახლოს ვცხოვრობდე, რათა ვარჯიშზე და მუშაობაზე სრულად ვიყო კონცენტრირებული.”– განაცხადა კვარაცხელიამ.
კომენტარები post