“მილანის” წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში “ნაპოლის” ყოფილმა მეკარემ, ჯენარო იეცომ შეაფასა, მან აღნიშნა, რომ კვარა ძალიან მოსწონს, მაგრამ მისი ბოლო თამაშით დიდად კმაყოფილი არ დარჩა და მის ნაკლს გაუსვა ხაზი.
“მე პირადად მისმა თამაშმა არ აღმაფრთოვანა – მიუხედავად იმისა, რომ მის ოსტატობას ვაღიარებ. ზოგჯერ ის არასწორ არჩევანს აკეთებს, ჯიუტად ცდილობს ინდივიდუალურად თამაშს, რაც ნეაპოლელთა დაცვას საფრთხეს უქმნის.
ეს არის ნაკლი, რომელიც მან უნდა გამოასწოროს, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს. მილანთან ნაპოლიმ ქართველის მოქმედებების გამო რამდენიმე კონტრშეტევა მიიღო”, – თქვა იეცომ
კომენტარები post