ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"ეს პროექტი სამუდამოდ დაიხურა" - UEFA-ს პრეზიდენტმა სუპერ ლიგის შესახებ განცხადება გააკეთა


  • 1 თვის წინ
"ეს პროექტი სამუდამოდ დაიხურა" - UEFA-ს პრეზიდენტმა სუპერ ლიგის შესახებ განცხადება გააკეთა

ევროპის სუპერ ლიგა არ შეიქმნება. ამ ინფორმაციას UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ავრცელებს.

2021 წლის აპრილში ევროპის 12 ტოპ კლუბი გამოვიდა ინიციატივით, რომ ახალი ფორმატის ტურნირი სუპერ ლიგა დაეარსებინათ, მაგრამ ამ პროექტს ყველა მხრიდან უდიდესი კრიტიკა მოჰყვა. კლუბებმა პროექტიდან გამოსვლა გადაწყვიტეს, სუპერ ლიგის ინიციატორებიდან მხოლოდ "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი" დარჩნენ. ამ თემის შესახებ განცხადება UEFA-ს პრეზიდენტმა გააკეთა.

"ამის სუპერლიგად მოხსენიება არ მომწონს, რადგან ეს ყველაფერია, სუპერლიგის გარდა. ჩემთვის ეს პროქტი ერთხელ და სამუდამოდ დაიხურა, უკიდურეს შემთხვევაში კი 20 წლით მაინც.

არცერთი ფედერაცია არ არის ვალდებული, იყოს უეფას წევრი. მათ აქვთ ყველა უფლება, რათა საკუთარი უეფა შექმნან, ჩაატარონ საკუთარი შეჯიბრებები, მაგრამ ჩვენი წესების თანახმად, თუკი სხვა ტურნირში გამოდიხართ, ჩვენთან ვეღარ ითამაშებთ."- განაცხადა ჩეფერინიმ.

ასევე დაგაინტერესებთ