ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ MARCA-მ გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა, სადაც მის მიერ განვლილ ადაპტაციაზე და გასულ სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე ისაუბრა.
“გიორგი მამარდაშვილის კარიერა ვალენსიაში თავიდანვე იდეალურად არ ვითარდებოდა. ქართველმა მეკარემ სულ რაღაც ერთი წლის წინ ესპანურ კლუბში ყველაზე რთული მომენტი გამოიარა, რაც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვად დაუჯდა. პირველი გამოცდა 21 წლის ფეხბურთელისთვის სევილია იყო, რომელთანაც ღამურები 1:3 დამარცხდნენ. ამ მატჩის შემდეგ, კარის დარაჯის პოზიციები კლუბში შეირყა.
ეჭვები, რომელიც ქართველის მიმართ იყო, ერთი წლის შემდეგ გაქრა. ის კლუბის ხერხემლად იქცა და ახლა უკვე გაუვალ კედლადაც მიიჩნევა. მონდომებისა და თავდაჯერებულობის ხარჯზე, მამარდაშვილმა დიდი ნახტომი გააკეთა წინ და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა. შემდეგ, ბორდალასმა თასის ფინალშიც ის დააყენა.
ამ დამაჯერებელი თამაშების შემდეგ, კლუბის წამომადგენლებმა კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებიც დაიწყეს. ამ პროცესს 4 თვე დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ქართველმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი მაინც გააფორმა და საკუთარი თავი სან მამესს 2027 წლამდე დაუკავშირა. ეხლა თავისუფლად ითქმის, რომ 21 წლის მეკარე ლა ლიგაში საუკეთესოებშია.”- წერს გამოცემა.
კომენტარები post