ევრობასკეტ 2022-ის გახსნითი მატჩი თბილისში, ესპანეთსა და ბულგარეთს შორის შედგა. ესპანელებმა მეტოქე ძალიან დამაჯერებლად, 114:87 დაამარცხეს.
ესპანელთა მხრიდან შესანიშნავი თამაში ჩაატარა ლორენცო ბრაუნმა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა 1 მოხსნა და 5 ასისტი იყო.
თამაშში ყველაზე მეტი ქულა ბულგარელმა კალათბურთელმა, ალექსანდარ ვეზენკოვმა აიღო(24), რომელიც “ოლიმპიაკოსის” კალათბურთელია, თუმცა მისი კარგი თამაში ბულგარელებს არ ეყოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 21:00-ზე ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
კომენტარები post