- 5 წუთის წინ
იტვირთება
ნაპოვნია 0 პოსტი
© 2022 - GeoSportNews
ევროლიგის პრესსამსახურის ცნობით რუსული კლუბები ევროლიგასა და ევროთასზე ვერც 2022/23 წლების სეზონში ითამაშებენ, რისი მიზეზიც უკრაინაში მიმდინარე ომია.
ევროლიგის საბჭომ რუსული კლუბების ევროპული ტურნირებიდან ჩამოშორებისა და მათი შედეგების ანულირების გადაწყვეტილება, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ მიიღო.
უკვე ცნობილია ის გუნდები, რომლებიც ევროლიგის ახალ სეზონში რუსულ კლუბებს ჩაანაცვლებენ. ესენია: ესპანური ვალენსია და სერბული პარტიზანი, რომლებმაც ტურნირის ძირითად რაუნდში მონაწილეობისთვის Wild card მიიღეს. ევროთასზე პირველად უკრაინის ჩემპიონი პრომეტეი გამოვა, რომელიც საშინაო შეხვედრებს რიგაში გამართავს.