თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის 22-ე ტურში ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და მეტოქეს მარტივად მოუგო – 84:72. ვირტუსი მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და იტალიური გუნდის კალათბურთელებს შეხვედრის მოგება არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა პირველ პერიოდში 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს მატჩში შანსი აღარ მისცეს.
თორნიკე შენგელია შეხვედრის MVP გახდა. მან 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თორნიკემ 26:12 წუთში 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ჰაკეტის ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ კი ბურთი კალათში ეფექტურად ჩატენა.
ვირტუს ბოლონიამ ამ მოგებით ცრვენა ზვეზდას გადაასწრო და მე-11 ადგილზე გადავიდა. იტალიურ კლუბს მომდევნო ტურში ფრანგულ ლიონთან მატჩი ელის.
კომენტარები post