ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

ფოტოები: მოცურავე იხრჩობოდა და მწვრთნელმა გადაარჩინა


  • 1 კვირის წინ
ფოტოები: მოცურავე იხრჩობოდა და მწვრთნელმა გადაარჩინა

ბუდაპეშტში ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ერთ-ერთმა მონაწილემ ხალხი ძალიან ანერვიულა.

ფინალური ეტაპის მიმდინარეობისას ამერიკელმა მოცურავემ, ანიტა ალვარესმა, გონება დაკარგა და აუზში ჩაიძირა.

30 წლის ანიტა მისმა მწვრთნელმა და შტაბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაარჩინეს. აღსანიშნავია, რომ მოცურავემ ორიენტაცია იქამდეც დაკარგა, მაგრამ ასპარეზობა ისევ გააგრძელა და მალევე გაითიშა.

ინცინდენტიდან ნახევარ საათში ამერიკელებმა განაცხადეს, რომ ყველაფერი კარგადაა და ანიტა სრულიად ჯანმრთელია. ექიმების დასკვნის მიხედვით, მომხდარი სტრესის ბრალი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ანიტასთვის ეს გონების დაკარგვის პირველი შემთხვევა არ იყო. 

ტურნირზე ოქროს მედალს იაპონელი იუკიკო ინუი დაეუფლა. მეორე ადგილი უკრაინელმა მარტა ფიედინამ დაიკავა, მესამე ადგილს ბერძენი ევანგელია პლატანიოტი დასჯერდა. 

ასევე დაგაინტერესებთ