არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კარლოს ტევასმა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. მას სურს, რომ ტურნირი ლიონელ მესიმ მოიგოს, ამით ძალიან გახარებული იქნება.
“ძალიან გამიხარდება, თუ მესი ყატარში გაიმარჯვებს. ძალიან შეკრულ გუნდს ვხედავ. ერთად მიდიან დასასვენებლად, რაც უჩვეულოა”.
“ტიტულის მოგების კარგი შანსები გვაქვს”- ციტირებს ტევესის სიტყვებს TyC Sports-ი
კარლოს ტევესი ამჟამად “როსარიო სენტრალის” მთავარი მწრთვნელია.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, შეგახსენებთ, რომ მუნდიალი სტარტს ნოემბერში აიღებს.
კომენტარები post