პრემიერ ლიგის მე-3 ტურის უკანასკნელ შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
“წითელი ეშმაკების” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მიუხედავად მრისხანე მეტოქისა, კრიშტიანო შეხვედრაში მხოლოდ 85-ე წუთზე ჩაერთო. მისი ადგილი სასტარტო თერთმეტეულში 20 წლის შვედმა შემტევმა ენტონი ელანგამ დაიკავა.
მატჩის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა მედიასთან საუბრისას გადაწყვეტილება ამგვარად ახსნა.
“ვიცით, რომ “ლივერპული” ბურთის ფლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მათ წინააღმდეგ კი გაორმაგებული ენერგია გვჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე შანსი ელანგასა და რაშფორდისთვის მიმეცა, მათ წინ კი სანჩო მოქმედებდა” – განაცხადა ჰოლანდიელმა თავკაცმა.
კომენტარები post