გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” შეტევის ერთ-ერთ ლიდერს უშვებს. გონსალო გედეში “ვულვზში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
სამაგიეროდ, ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გვამცნობს, რომ ჯენარო გატუზოს “ვალენსიაში” ედინსონ კავანის მიყვანა სურს და კლუბის ხელმძღვანელობამ კი ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ურუგვაელმა ფორვარდმა ბოკა ხუნიორსს უარი ოჯახური მიზეზებით უთხრა და განუცხადა, რომ მისი პრიორიტეტი კარიერის ევროპულ კლუბში გაგრძელებაა. როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, კავანის ოჯახს ესპანეთში ცხოვრებაც სურს.
კომენტარები post