საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო ბათუმმა” კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ძალიან მძიმე მარცხი განიცადა. გია გეგუჩაძის შეგირდები “ლეხ პოზნანთან” 5-0 დამარცხდნენ.
მატჩის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა მედიის შეკითხვებს უპასუხა:
“შესაფასებელიც არაფერია… ჩემს ვალს მოვიხდი და მივულოცავ გამარჯვებას დღევანდელ მოწინააღმდეგეს. დღეს მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო, ეს ლეხი იყო. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მოედანზე არ ვიყავით. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ეტყობა, რაღაც გამოგვეპარა. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. როცა გუნდი არ თამაშობს, არ არის მოედანზე, ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად მწვრთნელის პასუხისმგებლობაა. მე კი პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მინდა, უბრალოდ ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად გვყავს და გაცილებით მეტს ელიან ჩვენგან”,- განაცხადა გეგუჩაძემ.
კომენტარები post