დღეს, “დინამო ბათუმი” სტუმრად “სლოვან ბრატისლავას” დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონს სლოვაკეთში საკმაოდ რთული გამოცდა ელის.
“სლოვანის” მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, ვლადიმერ ვაისია. ასევე ამ გუნდში ირიცხებიან გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე.
მატჩის წინ სლოვაკი ჟურნალისტების წინაშე პრესკონფერენცია ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გამართა.
“უდავოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს და გუნდურადაც საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გამარჯვების სურვილი, წინ ორ-რაუნდიანი დაპირისპირებაა და ვფიქრობ, ხვალ არაფერი გადაწყდება და საბოლოო შედეგი ბათუმში უნდა დაფიქსირდეს. ყველაზე კარგი შემფასებელი მინდორი და თამაშია, ამიტომ, გამოჩნდება რამდენად შეიძლება უპირატესობა გვქონდეს.
ვერ გეტყვით, იმ შემადგენლობით ვითამაშებთ თუ არა, რომლითაც “დინამო თბილისთან” ვითამაშეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, დამატებითი სტიმულიც არის, გარდა ამისა, ალბათ, ჩვენი ძალების სწორად შეფასების საშუალებას მოგვცემს ეს თამაში და ბევრი რამის მომცემია.”– განაცხადა გეგუჩაძემ.
მატჩი თბილისის დროით 22:30-ზე გაიმართება, განმეორებით შეხვედრას კი ბათუმი
კომენტარები post