ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის ბოლო დღეს პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მძიმე წონაში (125 კგ.) პირველობა არავის დაუთმო მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა ფინალში სოლომონ მანაშვილს დაახლოებით ერთ წუთში 10:0 სძლია, ცუდი კი ის იყო, რომ ბოლო ილეთისას მეტოქეს ხელი ცუდად მოჰყვა და მძიმე ტრავმა მიიღო.
კომენტარები post