რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ უკრაინას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა და თქვა, რომ რუსული საჩოგბურთო სამყარო ამ სოლიდარობაში თითქმის ერთიანია.
“ყოველ დღე გული უფრო და უფრო მტკივა. უკრაინის კრიზისის გამო დაზარალებულ ოჯახებსა და ბავშვების გამო ვწუხვარ. ფინანსურად Save The Children-ს ვეხმარები, რომელიც მუდმიდივად შრომობს, რათა დაზარალებულ ბავშვებს საკვები და წყალი ჰქონდეთ. გთხოვთ, შემომიერთდით და ბაშვებს დაეხმარეთ. მშვიდობისთვის ვლოცულობ და დაზარალებულებს მხარდაჭერას ვუცხადებ”, – განაცხადა შარაპოვამ.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა.
კომენტარები post