ესპანური გამოცემის მიხედვით, დღეს გიორგი მამარდაშვილმა და უროშ რაჩიჩმა დილის ვარჯიში გამოტოვეს. ფეხბურთელებს მადრიდში გაფრენა მოუწიათ, ოფიციალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული დეტალების მოსაგავრებლად.
“დღეს დილით გამართულ ვარჯიშზე ვალენსიას ორი ფეხბურთელი აკლდა. ბრექსიტის შემდეგ, სერბეთისა და საქართველოს მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. გამომდინარე აქედან, გატუზომ თავისი ნახევარმცველი და მეკარე დაკარგა, თუმცა ივლისის ბოლოს მათი იმედი ექნება“ – წერს ესპანური გამოცემა.
ინფორმაციის მიხედვით, მაამრდაშვილი და რაჩიჩი კლუბში დღეს ან ხვალ დაბრუნდებიან.
კომენტარები post