POSTV – ფეხბურთის ცნობით, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, “მამარდას” გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. კლუბი აღნიშნულ ინფორმაციას მალე გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათში დადასტურდება იასპერ სილესენის ტრანსფერიც, ჰოლანდიელი კარიერას “ნაიმეგენში” გააგრძელებს.
კომენტარები post