ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “ვალენსიამ” “სელტას” უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ძალიან კარგი იყო გიორგი მამარდაშვილი, “ღამურების” მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში გუნდი გოლისგან იხსნა.
მატჩის შემდეგ მამარდაშვილის თამაში ჯენარო გატუზომ შეაფასა:
“გიორგის მადლობა უნდა გადავუხადოთ – მისი წყალობით საქმე მშვიდად მივიყვანეთ ბოლომდე. გიორგიმ შესანიშნავი ბურთების მოგერიება შეძლო. მარტივი თამაში არ ყოფილა, “სელტამ” კარგად ითამაშა, თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ მთელი ენთუზიაზმით ვითამაშეთ.
აღსანიშნავია, რომ წინა თამაშისგან განსხვავებით დღეს ბევრი დუელი მოვიგეთ, რაც მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა გატუზომ.
კომენტარები post