- 15 საათის წინ
იტვირთება
ნაპოვნია 0 პოსტი
© 2022 - GeoSportNews
2021/2022 წლების NBA-ის სეზონი დასრულდა. სუპერფინალურ სერიაში "გოლდენ სთეით უორიორსმა" "ბოსტონ სელტიკსი" 4:2 დაამარცხა და ბოლო 8 სეზონში მეოთხედ დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს.
სერიის მეექვსე დაპირისპირება დღეს დილით ბოსტონში გაიმართა და "უორიორსმა" მეტოქე 90:103 დაამარცხა. კიდევ ერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა სტეფ კარიმ, მის ანგარიშზე 34 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.
უორიორსის ვარსკვლავი, რომელიც პლეი ოფის 6 თამაშში საშუალოდ 31,2 ქულას, 6,0 მოხსნასა და 5,0 პასს აგროვებდა, მის კარიერაში პირველად, ფინალური სერიის MVP-ად დაასახელეს.
"სელტიკსის" რიგებში საუკეთესო ჯეილინ ბრაუნი იყო 34 ქულით, მაგრამ მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და "ბოსტონი" ამ სეზონში მხოლოდ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონობას უნდა დასჯერდეს.