ლევან საგნიშვილმა რამდენიმე დღის წინ კანადელ მკლავჭიდელს, დევონ ლარატს უშანსოდ მოუგო დუბაიში გამართულ King of the Table 4-ზე.
გამარჯვების შემდეგ, ჰალკი დაბრუნდა თბილისში და ტელეკომპანია “იმედმა” გადაცემაში სტუმრადაც მიიწვია, სადაც ლევანმა რამდენიმე უცნობ დეტალზე ისაუბრა.
ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ლევანმა გაიხსენა მატჩის დასრულებას ეხებოდა. ორთაბრძოლის დამთავრების შემდეგ, მასთან ლარატი მივიდა და ასეთი რამ უთხრა:
“მზად ვარ ვიყო შენი შეგირდი, შენ კი ჩემი მწვრთნელი მინდა იყო. შენ საუკეთესო ხარ, მოსიარულე ტიტანი ხარ, დედამიწის ნამდვილი ტიტანი”, – უთხრა ლარატმა ლევანს.
აღსანიშნავია, რომ კანადელმა ჰალკს საჩუქრად საკუთარი პრიზი დიდი ურო გადასცა, რომელიც King of the Table 4-ისთვის არის შექმნილი.
The post “გთხოვ შემისრულე ეს თხოვნა, მზად ვარ ამისთვის” – რა უთხრა დევონ ლარატმა ლევანს ორთაბრძოლის შემდეგ appeared first on .
კომენტარები post