მგეხსენებათ, ხვალ, 7 ივლისს თბილისის “საბურთალო” ტირანას “პარტიზანს” უმასპინძლებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა გუნდის მწრთვნელმა ლაშა ნოზაძემ და ვიცე-კაპიტანმა იური ტაბატაძემ. ”
“ყველა გუნდს წარმატებას ვუსურვებ. 2 რიცხვიდან გუნდი ინტენსიურად ემზადება ამ თამაშისთვის. პარტიზანი ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია, თავის ჩემპიონატში ბევრი წარმატება აქვს, თუმცა ჩვენც ჩვენი მიზნები გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ ის ფეხბურთელები რომლებიც გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ორი მატჩის ჯამში წარმატებას მიაღწიონ და ეს წარმატება მომდევნო ეტაპზე გასვლა იქნება.”
“ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის. ახლახან დაგვიბრუნდნენ საბურთალოს აღზრდილი ფეხბურთელები და ყველა მაქსიმალური დატვირთვით ემზადება თამაშისთვის.”
“პირველ თამაშს სახლში რომ ვთამაშობთ, არ ნიშნავს, რომ მეტოქეს ამით უპირატესობა აქვს”.- განაცხადა გუნდის მწრთვნელმა.
რაც შეეხება იური ტაბატაძეს, ის ამბობს: ” გუნდი მაქსიმალურად ემზადება, ყველაფერს ვაკეთებთ რასაც მწვრთნელები გვავალებენ და იმედია ყველაფერი წარმატებულად დასრულდება. მეტოქე ტრადიციული გუნდია და საკმაოდ ძლიერიცაა, რომელსაც ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. თავდაჯერება არ დაგვიკარგავს, გუნდი თავდაჯერებულია და ეს ხვალინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდება”.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხვალ 20:00-ზე დაიწყება.
კომენტარები post