- 15 საათის წინ
იტვირთება
ნაპოვნია 0 პოსტი
© 2022 - GeoSportNews
გერმანიის რანგით მეორე ჩემპიონატი, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე ასპარეზობს, დასასრულს უახლოვდება. ბოლო პერიოდში ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" კარგი ფორმა აკრიფა და ბუნდესლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.
ბუნდესლიგა 2-ში ერთი ტური დარჩა და "ჰამბურგი" 57 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. თუ "ჰამბურგი" ბოლო ტურში უმოტივაციო "ჰანზას" დაამარცხებს ფლეი-აუტში ითამაშებს.
სამწუხაროდ "ჰამბურგის" წარმატება ჩაკვეტაძის დამსახურება არაა, ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელი თითქმის ვეღარ იღებს დროს და გუნდში მისით უკმაყოფილოები არიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ჰამბურგი" ჩაკვეტაძეს არ გამოისყიდის და ზაფხულში ბელგიაში დააბრუნებს.