ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პრემიერლიგაში ახლად დაწინაურებულმა “ნოტინგემ ფორესტმა” შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მეორე მეკარე, დინ ჰენდერსონი იჯარით დაიმატა.
“იუნაიტედში” ტრანსფერის შემდეგ ჰენდერსონს “წითელი ეშმაკების” პირველ მეკარეობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 2020/2021 წლების სეზონში მან მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, 2021/2022 წლების სეზონში კი პრემიერლიგაში არცერთი სათამაშო წუთი არ მიუღია.
“ნოტინგემში” გადასვლის შემდეგ ჰენდერსონმა ინტერვიუ ჩაწერა და “მანჩესტერში” გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა.
ჰენდერსონი: “სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული 12 თვე იყო. მიჭირდა, ძალიან მიჭირდა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. აღგზნებული ვარ იმით, რომ “ნოტინგემ ფორესტში” მოვედი და მზად ვარ სეზონის დასაწყებად.
ევრო 2020-დან ნაკრებში დაბრუნების შემდეგ მითხრეს, რომ აქ იმისთვის ვბრუნდები, რომ პირველი ნომერი გავხდე. კორონავირუსი ავიკიდე, დავბრუნდი და პირველი ნომერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ დანაპირები არავინ არ შეასრულა.
ეს დიდი იმედგაცრუება იყო, იმიტომ რომ გასულ ზაფხულსაც მქონდა რამდენიმე საიჯარო შემოთავაზება, მაგრამ კლუბს ჩემი გაშვება არ უნდოდა. სკამზე 12 თვის გატარება კი, ჩემ ასაკში დანაშაულია, უბრალოდ განცვიფრებული ვიყავი.”
კომენტარები post