მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრებს 28 მარტს ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ნორვეგიელთა ლიდერის, ერლინგ ჰალანდის ყველას გვეშინოდა, თუმცა 21 მარტის დილა იდეალურად გაგვითენდა.
ჰალანდმა ვარჯიშზე საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ესპანეთთან და საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს.
ამ ინფორმაციიდან გამომდინარე უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველოსთან ნორვეგიელთა ძალა ძალიან შემცირდა, რაც გამარჯვების შანსებს მკვეთრად ზრდის.
კომენტარები post