ოთარ კიტეიშვილმა სამწუხაროდ ისევ ტრავმა მიიღო და გარკვეული დროის გამოტოვება მოუწევს. გრაცელთა მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი “ვოლფსბერგერთან” ყაიმის შემდეგ უკმაყოფილო იყო და პრესკონფერენციაზე ოთარზე ისაუბრა.
“იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ, პენალტიდან გოლს გადავურჩით და წითელი ბარათიც მივიღეთ, ქულა ჩვენთვის კარგი შედეგია. პირველი ტაიმი უარესი იყო, რადგანაც მეტოქე უფრო აგრესიულად თამაშობდა. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც ჩვეულებრივ გვახასიათებს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ იაკობ იანტშერი და ოთარ კიტეიშვილი ძალიან გვაკლია”, – განაცხადა ილცერმა.
ოთარმა პრესეზონზე ისევ პრობლემა შეექმნა. აქილევსის მყესის პრობლემა აქვს და ჯერ არ იციან თამაშს როდის შეძლებს.
კომენტარები post