ბუდაპესტის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ განახლდა ძიუდოისტთა რეიტინგის სია. აღსანიშნავია, რომ ვაჟებს შორის პირველ და მეორე ადგილს ქართველები იკავებენ. ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), რომელმაც ბუდაპეშტში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 6632 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორეზე ტატო გრიგალაშვილია (-81) 6492 ქულით.
აღსანიშნავია რომ 90 კილომდე წონით კატეგორიაში – უნგრეთის გრანდ სლემზე მესამე ადგილი ბექა ღვინიაშვილს სამი ადგილით დაწინაურებისთვის და ხუთეულში შესვლისთვის ეყო. მან თანამემამულე ლაშა ბექაურს გადაუსწრო, რომელსაც ტოკიოს მერე არსად უჭიდავია.
კომენტარები post