ინტერთან უღიმღამოდ ჩატარებული მატჩის შემდეგ მთლიანად ნაპოლიმ და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამაც კრიტიკა დაიმსახურეს. ნეაპოლიტანელები 1:0 დამარცხდნენ და დიდად საგოლე შანსებიც არ შეჰქმნიათ.
ეს მატჩი კვარას ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური თამაში იყო და ქართველ შემტევს ეტყობოდა, რომ ფორმა ჯერ კიდევ ასაკრეფი აქვს. მატჩის შემდეგ კვარას მიმართ წამოსულ კრიტიკას “ნაპოლის” კაპიტანი, დი ლორენცო გამოეხმაურა:
“ხვიჩა ბრწყინვალედ დაბრუნდა და იმედი მაქვს, გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა”,– განაცხადა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 21:00-ზე “ნაპოლი” სტუმრად “სამპდორიას” დაუპირისპირდება.
კომენტარები post