დღეს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ესპანეთს უმასპინძლებს.
ილიას ზუროსის გუნდმა გუშინ საბოლოო ვარჯიში გამართა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერმადინმა მედიასთან გააკეთა კომენტარი.
“ესპანეთის ნაკრებს წამყვანი მოთამაშეები არ ჰყავთ, მაგრამ კარგად ვიცნობ იმათ, ვინც ხვალ ითამაშებენ. ორი დღის წინ ჩრდ. მაკედონიას 40 ქულით მოუგეს და შესაბამისად, კარგი გუნდია. მნიშვნელოვანია, რომ სახლში ვთამაშობთ, ახალ სპორტის სასახლეში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დარბაზი ხვალ გადაივსება. ჩვენი გულშემატკივარი დამატებით მოტივაციას და ენერგიას მოგვცემს. იმედი მაქვს, რომ ხვალ საღამოს, გამარჯვებით ყველა ერთად ვისიამოვნებთ.”– განაცხადა შერმადინმა.
კომენტარები post