“ბარსელონას” ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა “ბაიერნის” შესახებ და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მოგეხსენებათ, მან გერმანულ კლუბში რვა წელი გაატარა.
“ბაიერნში” ბრწყინვალე 8 წელიწადი გავატარე. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევძლებთ იმის დავიწყებას, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში მოხდა”.
“ყველაზე მთავარი ის არის, რასაც ერთად მივაღწიეთ: ტიტულები, გამარჯვებები. ამასთანავე მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, “ბაიერნში” გატარებული ჩემი უკანასკნელი კვირისთვისაც, როცა ბევრი ჭორი და უსიამოვნება იყო, ისინი მაინც მიჭერდნენ მხარს. შევამჩნიე, რომ ჩემი გადაწყვეტილების ესმით. ამას არასოდეს დავივიწყებ”.
“შესანიშნავი დრო იყო. ვიცი, როგორ მუშაობს ყველაფერი, ვიცი, რას ამბობდნენ და წერდნენ. ბევრ არასაჭირო რაღაცას ჰქონდა ადგილი, ბევრი ცრუ ჭორი გავრცელდა. მაგალითად, ბოლო კვირის დავიწყება მინდა”.
“ამ ყველაფერმა “ბაიერნში” ჩემი პერიოდი არ უნდა გადაფაროს” – განაცხადა პოლონელმა.
შეგახსენებთ, რომ რობერტმა “ბარსასთან” 2025 წლამდე კონტარქტს მოაწერა ხელი.
კომენტარები post