ნოვაკ ჯოკოვიჩმა “უიმბლდონის” მოგება ზედიზედ მეოთხედ მოახერხა. საერთ ჯამში კი ეს მისი მეშვიდე “უიმბლდონის” ტიტულია.
მას უკვე 21 დიდი სლემი აქვს მოგებული და რაფაელ ნადალს 1-ით ჩამორჩება. გათანაბრება ამერიკის ღია პირველობის მოგებით შეუძლია, თუმცა მისი მონაწილეობა ნიუ-იორკის ტურნირზე, კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ჯოკოვიჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის და თუ მანამდე აშშ-ში შესვლის წესები არ შეიცვალა, ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობის უფლება არ ექნება.
“აცრილი არ ვარ და არც ვგეგმავ. სამწუხაროდ, არარეალურია, რომ ჩემზე გამონაკლისი დაუშვან. შესაბამისად, იმის იმედი მაქვს, რომ მწვანე ბარათი, თუ რაც ჰქვია, გაუქმდება. თუ არ გამოვა, უნდა შევხედო, როგორი შეიძლება იყოს ჩემი გეგმები აგვისტოსა და სექტემბერში”, – განაცხადა ნოვაკმა.
კომენტარები post