ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევიან.
ნეკა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა.
როგორც ნეკამ საკუთარ სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან ახალი ურთიერთობა დაიწყო და თავს ბედნიერად გრძნობს.
სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მისი გამომწერები და “ინსტაგრამზე” ნეკას ჰკითხეს, თუ რატომ არასდროს აჩენს თავის ქმარს.
“ქმარი არ მყავს, საუკუნის წინ მყავდა ერთი და იმხელა ჯოჯოხეთი გამომატარა, სხვა ნამდვილად აღარ მინდა, ერთიც საკმარისი იყო, დამიჯერეთ, ჩემი ენერგიის და მოტივაციის წყარო ჩემი შვილია, ცხოვრების მთავარი საჩუქარი”– დაწერა დოროყაშვილმა.
კომენტარები post