სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა და ძალიან მალე ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და მისი ნეაპოლში ჩასვლის დეტალებს ასაჯაროებს.
„ყაზანის რუბინისა და ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი, ტორონტოში წასულ ინსინიეს ნაპოლიში დღეიდან შეცვლის.
ქართველი ოთხშაბათს კასტერ ვოლტურნოში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი პარასკევს საწვრთნელ ბაზას ეწვევა. ახალი სეზონიდან კვარაცხელია ირვინგ ლოზანოსთან ერთად ორივე ფლანგზე მონაცვლეობით თამაშს შეძლებს”, – წერენ იტალიურ მედიაში.
კომენტარები post