“ცრვენა ზვეზდაში” პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა.
აზაროვი სერბეთის ჩემპიონატის მერვე ტურში “იავორთან” მოგებულ საშინაო მატჩში (4:1) სასტარტოში დააყენეს და 63-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
“ცრვენა ზვეზდას” 2 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 18 ქულით ლიდერია და 31 აგვისტოს “პარტიზანს” დაუპირისპირდება.
კომენტარები post