მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანელებმა პირველივე მატჩში ინგლისელთა წინააღმდეგ ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადეს და ამით პროტესტი გამოხატეს თავიანთ ქვეყანაში განვითარებით მოვლენებთან დაკავშირებით.
ამის გამო ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ თუ კი მომდევნო მატჩის დროს ისინი კვლავ არასათანადოდ მოიქცევიან მათი ოჯახის წევრებზე იძალადებენ – აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში გამოსვლები, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ, დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა.
კომენტარები post