NBA-ის გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა ორი ფავორიტი გუნდისთვის, “ბრუკლინ ნეთსისთვის და “ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის. შესაბამისად გუნდები გარკვეულ ცვლილებებს ანხორციელებენ.
გუნდები აქტიურად განიხილავენ ლიდერების ერთმანეთთან გაცვლას, რასელ ვესტბრუკი კაირ ირვინგის სანაცვლოდ. მაგრამ რამდენიმე ფაქტორი ამ გაცვლას ართულებს.
“ბრუკლინს” გაცვლაში ჯო ჰარისის ჩართვა სურს, რომლისთვისაც მომავალ წელს დარჩენის შემთხვევაში 38,6 მილიონის გადახდა მოუწევს. “ლეიკერსს” კი მსროლელის, სეთ კარის დამატება სურს.
ასევე საუბარია იმაზე, რომ “ბრუკლინს” კევინ დურანტიც დატოვებს და შესაძლოა “ნეთსი” ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდეს.
კომენტარები post