ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და რადიო Rai-ს კომენტატორმა რიკარდო კუკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელზე შეყვარებულია.
“სან სიროზე” გამარჯვება ადვილი არ იყო, “მილანი” საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, როგორც “ნაპოლი”. თუმცა, “აძურიმ” ძალიან კარგად გაუძლო წნეხს და მეორე ტაიმში კიდევ უფრო უკეთ ითამაშა. არ არის შემთხვევითი, რომ ეს გუნდი ლიდერია.
კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ, მან გუშინაც დაამტკიცა, რომ ისეთი რამეები გაკეთება შეუძლია, რასაც საფეხბურთო მოედანზე იშვიათად ვხედავთ”, – განაცხადა კუკიმ.
კომენტარები post