“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა შემტევმა, ფილ ფოდენმა თავისი თანაგუნდელის როდრის შესახებ ისაუბრა და ის ხავისა და ინიესტას შეადარა.
“როდრი – ხავის და ინიესტას ნარევია, მას ანდრესის მსგავსი დრიბლინგი აქვს და ხავისნაირი პასი.”– განაცხადა ფოდენმა.
ესპანელი ფეხბურთელი “სიტიში” 2019 წელს “ატლეტიკოდან” გადავიდა და გუარდიოლას გუნდში მალევე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ “სიტის” შარშანდელ ჩემპიონობაში როდრის უდიდესი წვლილი მიუძღვის, მან პრემიერლიგის საჩემპიონო გოლი გაიტანა.
კომენტარები post