ევროპული საფეხბურთო კლუბების უმეტესობაში აფრიკელი ფეხბურთელები ირიცხებიან, რაც კლუბებს გარკვეულ პრობლემებს უჩენს მაშინ, როდესაც აფრიკის თასი იმართება.
ამ ფაქტის გამო ძალიან უკმაყოფილოა “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, მან განაცხადა, რომ ამ მიზეზით აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს.
დე ლაურენტისი: “აფრიკელ ფეხბურთელებზე საუბარი საერთოდ აღარ მსურს! ისინი ნამდვილად მიყვარს, თუმცა, ან ხელი მოაწერონ რაიმე საბუთს, რომ აფრიკის თასზე აღარასდროს ითამაშებენ ანაც ისინი ჩემთვის უბრალოდ აღარ იარსებებენ და აღარ შევიძენთ.
პრინციპში იგივე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს სამხრეთ ამერიკის ზონაშიც. ისე გამოდის, რომ იდიოტები ვართ, რომლებიც ფეხბურთელებს ფულს იმაში ვუხდით, რომ მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ითამაშონ.”
კომენტარები post