ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ამხანაგურ შეხვედრაში თურქულ “ადანა დემირსპორს” დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ხვიჩამ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და ერთ მომენტში გულშემატკივარი აანერვიულა კიდეც.
ორთაბრძოლის შემდეგ ქართველი მოედნიდან წამოდგომას ვერ ახერხებდა და მარცხენა ხელის ძლიერ ტკივილს გრძნობდა, რამაც ყველა აანერვიულა, თუმცა ხვიჩა წამოდგა და თამაში მაინც დაასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენებურის თანაგუნდელმა ფაბიან რუისმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კვარას ხელი აქვს შეხვეული, რაც აშკარად იმ სათამაშო ეპიზოდმა გამოიწვია.
კომენტარები post