ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი აჩი არველაძე CrystalSport-ის იუთუბ არხზე “საგოლე გადაცემა”-ში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო.
“ხვიჩაზე ერთი რამის თქმა შემიძლია, იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელს ჰქონდეს სისწრაფე, ჯანი, ჭკუა და ტექნიკა. ესეთი ფეხბურთელები რომ ჩამოთვალო, უნდა დაასახელო ტოპ მოთამაშეები. ერთადერთი, რაც ხვიჩას არ აქვს ასაკიდან გამომდინარე ისეთივე გამოცდილება, როგორიც აქვს თუნდაც სალაჰს, ან აზარს.
უნდა ვუსურვოთ ჯანმრთელობა და ნელ-ნელა ეს გამოცდილებაც მოვა, 21 წლის ბიჭს მე მეტს არ მოვთხოვდი. მოვთხოვდი, რომ ისე გააგრძელოს, როგორც ახლა თამაშობს”,– განაცხადა აჩიმ.
კომენტარები post