ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

ისტორიაში პირველად - მადრიდის ტურნირზე პირველი ადგილი არაბმა დაიკავა


  • 1 თვის წინ
ისტორიაში პირველად - მადრიდის ტურნირზე პირველი ადგილი არაბმა დაიკავა

WTA-ს მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა, ონს ჯაბურმა, მადრიდის ტურნირის ფინალში ჯესიკა პეგულას სძლია. შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა.

ჯაბურმა  WTA-ის რანგის ტიტული მეორედ მოიგო. ტუნისელმა ჩოგბურთელმა WTA-ის ფინალი კარიერაში მეექვსედ ითამაშა. ონს ჯაბურმა 1000-იანი კატეგორიის ტიტული პირველად მოიგო და გახდა პირველი არაბი ჩოგბურთელი, რომელმაც აღნიშნული კატეგორიის ტურნირზე წარმატებას მიაღწია.

არაბმა საჩემპიონო გზაზე  ჟასმინ პაოლინი, ვარვარა გრაჩევა, ბელინდა ბენჩიჩი, სიმონა ჰალეპი, ეკატერინა ალექსანდროვა და ჯესიკა პეგულა დაამარცხა.

განახლებული რეიტინგის შემდეგ ჯაბური მე-7 ჩოგანი გახდება და საკუთარ საუკეთესო შედეგს გაიმეორებს.

 

🏆 ¡Vam-ONS! 🏆

🇹🇳 @Ons_Jabeur defeats Pegula 7-5, 0-6, 6-2 in Madrid to become the first Arab winner of a WTA 1000 title!#MMOPEN pic.twitter.com/8VjRslsekQ

— wta (@WTA) May 7, 2022

ასევე დაგაინტერესებთ